ბოლო
ვიდეოები
ვიდეოები
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ მარადისის მოსახლეობას შეხვდნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ მარადისის მოსახლეობას შეხვდნენ
  • ტურიზმის ინდუსტრიალიზაციაზე სემინარი ჩატარდა
  • მარნეულის გამგეობაში სათემო საჭიროებები განიხილეს
  • ქვესადგურ ''მარნეული-500''-ის მშენებლობა დასრულდა
  • მარნეულში ცენტრალური ბიბლიოთეკა აშენდა
  • საახალწლო მზადება მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი აბიდ ოსმანოვი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები სოფელ მარადისში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფელში ჩასვლა და მოსახლეობასთან უშუალო გასაუბრება, გასულ კვირას მარნეულის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "ჩვენი საქმეში", სოფელ მარადისში მცხოვრები მოქალაქის ზარის შემდეგ გადაწყვიტა.

 

პირდაპირ ეთერში მარადისის მკვიდრმა გამგებელს სოფელში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ესაუბრა და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარება სთხოვა.

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ვითარების შესასწავლად ადგილზე ჩავიდნენ და მარადისელების პრობლემებს პირადად გაეცნენ.

 

მარადისელებმა გამგებელთან შეხვედრისას ყველაზე მნიშვნელოვნი პრობლემა გაზიფიცირების საკითხი დაასახელეს.

 

მუნიციპალიტეტის ხელმძვანელობის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართეს „სოკარ ჯორჯიას“ კომპანიას, საიდანაც პასუხად მიიღეს, რომ აღნიშნულ სოფელში, გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილი აქვთ მიმდინარე წელს.

 

შეხვედრის ბოლოს მარადისელმა მოსახლეობამ თვითმმართველობის ხელმძღვანელობას ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

 

აღსანიშნავია, რომ სოფელ მარადისში გასული სამი წლის განმავლობაში მოიხრეშა სოფლის სოფლის ცენტრალური და შიდა გზები, შეიღობა სასაფლაო და მოეწყო გარე განათების სისტემა.

 

მიმდინარე წელს აღნიშნულ სოფელში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია სპორტულ–გამაჯანსარებელი ცენტრის მოწყობა.

93
კომენტარები (0)